საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო პროდუქტიულობის ხელშეწყობის პროგრამა

 

 

პროგრამის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის გაზრდა, მათ მიერ გამოქვეყნებული სამეცნიეროპუბლიკაციებისთვის ფინანსური ჯილდოს გამოყოფის გზით.

 

პროგრამის საფუძველი: ფაკულტეტის საბჭოს ოქმი N4. 28.05.2019 (ცვლილებები: ფაკულტეტის საბჭოს ოქმი N7, 14.07.2022)

 

პროგრამის პირობები:

  1. პროგრამა განკუთვნილია თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალისთვის (ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი);
  2. ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალის ავტორობით/თანაავტორობით თსუ სახელით გამოქვეყნებულ (დასაბეჭდად მიღებულ) სტატიაზე ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია SCOPUS ან Web of Science ბიბლიომეტრულ ბაზებშიდა მოწონებულია ფაკულტეტის საბჭოს მიერ;
  3. საკონკურსოდ წარდგენილი სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს ჯილდოს მოთხოვნის ან წინა კალენდარულ წელს.
  4. ჯილდო გამოიყოფა აკადემიური პერსონალისთვის ვისაც შესრულებული აქვს შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვა. ამავდროულად, ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს გამოყენებული შესაბამისი სახელფასო კატეგორიით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევით დატვირთვაში სტატიის ავტორ/თანაავტორ აკადემიური პერსონალის მიერ, რომელთაც ექნებათ ჯილდოს მიღების ოფიციალურად გამოხატული სურვილი;
  5. ჯილდოს ოდენობა ერთ სტატიაზე შეადგენს 2500 (ორი ათას ხუთას) ლარს;
  6. თუ ჯილდოს მისაღებად წარმოდგენილი სტატიის   ავტორი/თანაავტორი არის 1-ზე მეტი აკადემიური პერსონალი, თანხა შესაბამისად გაიყოფა მათ რაოდენობაზე თანაბრად.
  7. აღნინშულიპროგრამით დაჯილდოებულ სტატიის ავტორს/თანაავტორს  უფლება არ აქვს წარადგინოს   იგივე   სტატია უნივერსიტეტის არსებული ან მომავალში მიღებული რეგულაციებით განსაზღვრული სხვა ფინანსური წახალისების მოსაპოვებლად;
  8. პროგრამით სარგებლობის მსურველმა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება (შევსებული ფორმა - დანართი 1) ფაკულტეტის კანცელარიაში;
  9. ჯილდო გაიცემა ფაკულტეტის სამეცნიერო სამსახურის მიერ, აპლიკანტის განცხადების პროგრამის პირობებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ, ფაკულტეტის საბჭოსრეკომენდაციითა და წარდგინებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.

დანართი 1. განაცხადის ფორმა